საქართველო და მსოფლიო ვარსკვლავები ჰაიტის დასახმარებლად

საქართველო და მსოფლიო ვარსკვლავები ჰაიტის დასახმარებლად

2010 წლის 21 იანვარს ფონდმა “იავნანამ” თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო ტელემარათონი გამართა, რომელშიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ საოპერო ვარსკვლავები მიშელ კრაიდერი, მარჩელო ალვარესი და ამბროჯიო მაესტრი. ოპერისა და ბალეტის ორკესტრსა და გუნდს დირიჟორობდა ზაზა აზმაიფარაშვილი.

ტელე-მარათონი ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მიეძღვნა.

მაგთის, ჯეოსელის, ბილაინისა და გაერთიანებული ტელეკომის მეშვეობით მაყურებელს საშუალება ჰქონდა ნომერზე 30-30 დაერეკა და მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო აქციაში. კონცერტის მსვლელობისას შეგროვდა 75 ათასი ლარი.

გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისათვის “იავნანას” ოქროს რაშით დაჯილდოვდნენ ფონდ “იავნანას” მეგობრები მარჩელო ალვარესი, ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით საყვარელიძე.

ოქროს სპონსორი – “ბაგრატიონი”
გენერალური სპონსორი “ვისოლი”
საინფორმაციო მხარდაჭერა მედიაპალიტრა
პროექტის წარმომდგები “ვითიბი” ბანკი და რუსთავი 2
პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის პარტონაჟით

Free WordPress Themes, Free Android Games