საახალწლო საჩუქრები მრავალშვილიან ოჯახებს

ფონდში გამოგზავნილი წერილების პასუხად „იავნანამ“ საშობაო ოცნებები აუხდინა პატარებს. სოციალურად დაუცველ ტაბატაძეების, ლაგვილავების და ხორგუაშვილების ოჯახს ნანატრი სათამაშოები, თოჯინები, საკვები პროდუქტი და ტკბილეული გადაეცათ. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ აბულაძეების უდედოდ დარჩენილ 6 არასრულწლოვან ბავშვს, რომელთაც მამა – შალვა აბულაძე ზრდის ფულადი დახმარება გაუწია ფონდმა.

Free WordPress Themes, Free Android Games