ოპერა სოლიდარია

ოპერა სოლიდარია

2011 წლის 9 მარტს, ბარსელონას დიდ თეატრ ლიცეუში, რომელიც ევროპის ტრადიციულ თეატრებს შორის სიდიდით მეორეა ლა-სკალას შემდეგ და ოფიციალურად მისი უდიდებულესობის ფილარმონიული დრამატული ლიცეუმი ეწოდება, ფონდ “იავნანასა” და ესპანური ფონდის “SOS” ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ლეგენდარული ბარიტონი რენატო ბრუზონი, “იავნანას” ერთგული მეგობარი მიშელ კრაიდერი, აღიარებული სოპრანო თამარ ივერი, ტენორი ბადრი მაისურაძე და მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე. კონცერტს დირიჟორობდა ცნობილი ესპანელი დირიჟორი მიგელ გომეს მარტინესი.

აქციის მხარდამჭერები იყვნენ ესპანეთის ყველაზე ცნობილი სახეები – პროფესორი ბარაკერი ქალიშვილთან ერთად, ნორმა დუვალი, აინა კლოტეტი, კარმე ბარჩელო, ვიქტორ კუსარტი, ესპანეთში მცხოვრები დიმიტრი და საიდა მჭედლიძეების ოჯახი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი, ჟურნალისტი დიანა ჯოჯუა.
საღამოს უძღვებოდა ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ელსა ანკა.

Free WordPress Themes, Free Android Games