“იავნანა” მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად

მთელი საქართველოს მასშტაბით 16 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ოჯახს (ჯამში 60 ბავშვს)  გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება. საკვებ პროდუქტებთან  ერთად ოჯახებს გადაეცათ საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის მაცივარი და სარეცხის მანქანა, ჰიგიენური ნივთები და  ტანსაცმელი.

საკვები პროდუქტები გადაეცა მედეა ქსოვრელის, ნონა კოზანაშვილის, თამარ თამლიანი, ირმა კიპაროიძის, მარიამ წიკლაურის,  მარიამ გუგულაშვილის, სალომე სვანიძის, თამარა კარეიანის  მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

მარინე სეფიაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს ფონდმა „იავნანამ“ შეუძინა მაცივარი, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური ნივთები და ტანსაცმელი. წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მცხოვრებ მარტოხელა დედას გურანდა თათეიშვილს ფონდმა რამდენიმე თვის მარაგი საკვები პროდუქტები და ტკბილეული ჩაუტანა.

საკვები პროდუქტების შესაძენად  ფინანსური დახმარება  გაეწია, გურიაში მცხოვრებ,  სოციალურად დაუცველ,  10 შვილის დედას მადონა ფუტკარაძეს.

3 ოჯახს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება: ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარება დაენიშნა 3 არასრულწლოვანს, რომლებსაც მეურვეობას 80 წლამდე მოხუცი ბაბუა უწევს. ყოველთვიური დახმარება-6 თვის ვადით, დაენიშნა სოციალურად დაუცველ  ასმათ ბაგდოიანს -150 ლარის ოდენობით და მარტოხელა დედას თეონა ჯეირანაშვილს 200 ლარის ოდენობით.

Free WordPress Themes, Free Android Games