იავნანას სალონი

3 მარტს, დედის დღეს ფონდმა „იავნანამ“ ტრადიციულად საქველმოქმედო აქციას უმასპინძლა, სწავლის საფასური ნაწილობრივ დაუფინანსდა 23 სტუდენტს და ასევე, დასახელდნენ ფონდის სახელობითი სტიპენდიანტები ხუთი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. გაიმართა პაატა ბურჭულაძის სახელობის სალონის პრეზენტაცია. სალონურ საღამოზე მსმენელისთვის შოპენის ნაწარმოებები შეასრულა წარმატებულმა ქართველმა პიანისტმა დავით ალადაშვილმა. ის იყო პირველი ფონდის წარჩინებულ სტუდენტთა შორის ვინც „იავნანას“ თანადგომით 2007 წელს ნიუ-იორკის ჯულიარდის მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა არტისტებმა, „იავნანას“ მეგობრებმა – ანიტა რაჭველიშვილმა, გიორგი გაგნიძემ, ნინო ქათამაძემ, ოთარ ჯორჯიკიამ და მარიამ ნაჭყებიამ.
სტუდენტებს საკუთარი ავტოგრაფით წიგნები უსახსოვრა ლეგენდარულმა ქართველმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა.

Free WordPress Themes, Free Android Games