თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძისა და ნიკო გომელაურის პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძისა და ნიკო გომელაურის პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართა

თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძისა და ნიკო გომელაურის პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ნიკო გომელაურის ლექსებს მისი მეგობრები ზაალ ჩიქობავა, კახა მიქიაშვილი, რატი ამაღლობელი, ზურა ყიფშიძე, მარი კიტია კითხულობდნენ. კონცერტის დასასრულს 3 მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები. მექერიშვილების ოჯახის ისტორია კახი კალაძემ “იავნანას” ვებ-გვერდის მეშვეობით შეიტყო და მათთვის საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტა. ჯგერენაიები 5 ბავშვიან ოჯახს სახლი ზუგდიდის რაიონის სოფელ ეწერში კობა ნაყოფიამ შეუძინა. 5 მცირეწლოვანი ბავშვი მოხუც ბებიასთან იზრდება. ბავშვები დედამ რამოდენიმე წლის წინ მიატოვა, მამა გარდაცვლილი ჰყავთ. გრიგოლიების 8 შვილიან ოჯახს სახლის გასაღები “ვითიბი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ გადასცა. მრავალშვილიანი ოჯახი სხვის საცხოვრებლად უვარგის, ავარიულ სახლში ცხოვრობდა.

თამარ ლებანიძის ინიციატივით ბანკი კონსტანტა 1 წლის განმავლობაში აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცთა 15 ბავშვს გაუწევს დახმარებას.

დავით ოქიტაშვილმა კომპიუტერი გადასცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტს ნანა ბრეგვაძეს. ფონდმა “იავნანამ” კომპიუტერი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტს ქეთევან ხანჯალიაშვილს შეუძინა.

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები გამოეხმაურნენ იავნანას ვებ-გვერდზე განთავსებულ წერილს, სადაც ზუგდიდის რაიონის სოფელ იორემეს საბავშვო ბაღის გამგე ბავშვებისთვის საწოლებს ითხოვდა. ჩვენი თანამემამულეების მიერ შეგროვებული თანხით შესაძლებელი გახდა 20 მცირეწლოვანი ბავშვისათვის საწოლების შეძენა. გადმორიცხული თანხით ასეევე დახმარება გაეწევა კოჯრის ბავშვთა სახლს.

ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ლაშა ლომიძეს და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსს გიორგი ცაგარელს ფონდი სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.

ფონდ “იავნანას” ოქროს რაშები გაწეული ქველმოქმედებისათვის გადაეცათ ნინო ქათამაძეს, ნიკო გომელაურს, ნიკა მემანიშვილს და ანზორ ქოქოლაძეს.

 

Free WordPress Themes, Free Android Games