დაინახე ყველაფერი

1 ივნისს „იავნანამ“ საქველმოქმედო კონცერტი მიუძღვნა ანტი-სტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ინიციატივით მიმდინარეობს ევროკავშირისა და აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სტიგმის შემცირებას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე სოლო-კონცერტი გამართა პიანისტმა დავით ალადაშვილმა. მან რამდენიმე ნომერი შეასრულა ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ბავშვთა პარაორკესტრთან ერთად.

კონცერტის დასასრულს ხუთ წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პლანშეტური კომპიუტერი.

შემოსული თანხით ფონდის შვილობილს დიტო რაზმაძეს დაუფინანსდა ლონდონის საზაფხულო სკოლაში სწავლი კურსი. ბავშვთა პარაორკესტრისთვის შეძენილი იქნა მუსიკალური ინსტრუმენტი ქსილაფონი, ერთწლიანი სტიპენიდა დაენიშნა ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის გოგონათა სასულე ორკესტრის გამორჩეულ მუსიკოსებს.

Free WordPress Themes, Free Android Games