გიორგობისთვე

2012 წლის 15 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ფონდმა “იავნანა” საქველმოქმედო გალა-კონცერტი გამართა. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ცნობილი ნაწარმოებები. მონაწილეობდენ: ლიანა ისაკაძე, პაატა ბურჭულაძე, თამარ გვერდწითელი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, დათო ევგენიძე, ლიზა ბაგრატიონი, სოფო ნიჟარაძე, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ქართული ხმები, ცისფერი ტრიო, შვიდკაცა. საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორები: ნიკოლოზ რაჭველი და ზაზა აზმაიფარაშვილი. აქციაში ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობდა ამერიკელი სოპრანო მიშელ კრაიდერი.
“იავნანას”ოქროს რაში გაწეული ქველმოქმედებისათვის გადაეცა ლიანა ისაკაძეს.
კონცერტის დასასრულს სახლის გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველ ოთხ მრავალშვილიან ოჯახს, ასევე სწავლა დაუფინანსდა 32 სტუდენტს.

პროექტის წარმომდგენი ვისოლი-ჯგუფი
მედიაპარტნიორები რუსთავი 2, მაესტრო,
რადიო ფორტუნა, რადიო მუზა და აუთდორჯი
ოქროს სპონსორი კომპანია “კოდა”
გენერალური სპონსორი ვი-თი-ბი ბანკი
პროექტის მხარდამჭერი თბილისის მერია

Free WordPress Themes, Free Android Games