სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში

გალა-კონცერტი სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში

25 სექტემბერს მსოფლიოს საუკეთესო თეატრების ქართველმა სოლისტებმა საქველმოქმედო გალა-კონცერტი გამართეს სტრასბურგის საკონცერტო დარბაზში – “STRASBURG CONVENTION CENTRE”. კონცერტში მონაწილეობდნენ: ნინო მაჩაიძე (სოპრანო), ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო), ბადრი მაისურაძე (ტენორი), ლადო ათანელი (ბარიტონი), პაატა ბურჭულაძე (ბანი), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი). ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი. შემოსული თანხით ფონდმა 5 შვილიან დედას, მზია დოლიაშვილს შეუძინა საკუთარი სახლი გორის რაიონის სოფელ ატენში.

Free WordPress Themes, Free Android Games