გალა იტალია

გალა-იტალია

2011 წლის 14 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში იტალიის გაერთიანების 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტში “გალა-იტალია” პაატა ბურჭულაძის მოწვევით მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული იტალიელი საოპერო მომღერლები: ანტონელო პალომბი, ჩინცია ფორტე, კარლო გუელფი. დირიჟორი – ატილო ტომასელო.

იტალიის გაერთიანების 150 წლის იუბილე მასპინძელი ქვეყნების აქტიური მონაწილეობით, მთელს მსოფლიოში აღინიშნება. საქართველოში საიუბილეო ღონისძიებები 2011 წლის მარტის თვეში დაიწყო გამოფენით “იტალიური ხელოვნების ნიმუშები მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოში” და სრულდება დეკემბრის თვეში გამოფენით, რომელიც იუნესკოს მიერ დაცულ იტალიურ კულტურულ მემკვიდრეობას ეძღვნება.
დირიჟორი – ატილო ტომასელო.

ორგანიზატორები: იტალიის საელჩო, თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

Free WordPress Themes, Free Android Games