გაიხსნა ანსამბლ "მზიურის" ვარსკვლავი

გაიხსნა ანსამბლ “მზიურის” ვარსკვლავი

2010 წლის 9 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლ “მზიურის” გალა-კონცერტი გაიმართა. შესრულდა ცნობილი სიმღერების რეტრო და თანამედროვე ვერსიები.

მრავალშვილიანი ოჯახის დაბინავება გახდა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ფონდ “იავნანას” სამეგობროს თანადგომით და მათ მიერ დარეკილი თითო ლარით ნომერზე 30-30
კონცერტში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა თამარ გვერდწითელი. საღამოს უძღვებოდნენ ჯულიეტა ვაშაყმაძე და დავით სოკოლოვი.
კონცერტის დასასრულს დავით ოქიტაშვილის ინიციატივით საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ანსამბლ “მზიურის” ვარსკვლავი.
პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა “იავნანა” გაწეული ქველმოქმედებისათვის ანსამბლი “მზიური” ოქროს რაშით დააჯილდოვა.

კონცერტის დასასრულს მიქაძეების შვიდშვილიან ოჯახს, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ფიცრულში ცხოვრობდნენ გადაეცათ საკუთარი სახლის გასაღები. მათ დასახმარებლად ფონდ “იავნანას”  სოფელ მაიდანში მცხოვრებმა 30-მა ოჯახმა მიმართა.

სახლი, სადაც მიქაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა 

სახლი აბაშის რაიონის,
სოფელ მაიდანში, სადაც შვიდშვილიანი ოჯახი ამჟამად ცხოვრობს 

საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო “ფორტუნა”

“იავნანას” მედიაპარტნიორი რუსთავი 2
პროექტი” განხორციელდა თბილისის მერიის პატრონაჟით
Free WordPress Themes, Free Android Games