აქცია წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად

21 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „იავნანამ“ წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართა. 2016 წლის სასწავლო წელი ნაწილობრივ დაუფინანსდა 27 სტუდენტს, „იავნანას“ სახელობითი სტიპენდია (300 ლარის ოდენობით) კი შვიდ წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.

სალონურ კონცერტში მონაწილეობდნენ: 8 წლის პიანისტი ანა კალანდაძე, ორხევის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ელმირა აივაზიანი (საყვირი) და თამარ ტყაბლაძე (ვიოლინო). სპეციალური სტუმრები: კომპოზიტორი და დირიჟორი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი და აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი. საგამოფენო დარბაზში თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს – ლუკა იმნაძემ, თამთა დოლიძემ, ელინა მიმინოშვილმა.

Free WordPress Themes, Free Android Games