რუსთავი - ბავშვთა საერთაშორისო დღე

ანსამბლი “რუსთავი” ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

2 ივნისს საქართველოს სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა “რუსთავმა” ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა გამცემლიძეების 8 შვილიან ოჯახს. გაწეული ქველმოქმედებისათვის ანსამბლი „რუსთავი” და საქართველოს ლატარიის კომპანია „ოქროს რაშით“ დაჯილდოვდნენ.

Free WordPress Themes, Free Android Games